|
2016-04-16 12:36:15, 460 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესა და INL-ის პროგრამების ხელმძღვანელს უმასპინძლა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერსა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამების ხელმძღვანელს ტრეისი ნევილს უმასპინძლა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშში მოყვანილი ის ფაქტები განიხილეს, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემას შეეხება. მინისტრის თქმით, ხარვეზების უმრავლესობა, რომელიც აღნიშნულია დოკუმენტში, უკვე აღმოფხრილია. კახა კახიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს და მომავალი ანგარიშების მომზადების პროცესში დაინტერსებულ საკითხებთან დაკავშირებით ამერიკულ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. ელჩის მოადგილის განცხადებით, ფაქტობრივი უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, ანგარიშში შესწორებები შევა. გარდა ამისა, შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. მათ შორის, აღინიშნა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის, მსჯავრდებულთა დასაქმების, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროგრამების საკითხები. „ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშზე, დეტალურად განვიხილეთ საქართველოს პენიტენციური სისტემის შესახებ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები. ასევე, შევთანხმდით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. აშშ-ის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე მზად არის საქართველოს კვლავ გაუწიოს დახმარება პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილი რეფორმების განსახორციელებლად. „ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს და მინისტრს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებასა და პენიტენციური სისტემის გაუმჯობესებაში, რადგან ამ სამინისტროს ძალზე მნიშვნელოვანი მისია აკისრია. გვახარებს, სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესებასა და რეფორმირებაში გარკვეული წვლილის შეტანა შეგვიძლია,“ - განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა. მხარეებმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლების ვიზიტზეც იმსჯელეს, რომელიც მომდევნო კვირაში იგეგმება.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)