09:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 11:38:38, 609 ნახვა

საზოგადოება
ბაღების მართვის სააგენტოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საკადრო ცვლილებებია ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში. გათავისუფლებულია შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი და კიდევ სამი თანამშრომელი. ისინი დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გაასაჩივრონ.

სააგენტოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს საბავშვო ბაღების ყოფილი დირექტორები მათ გათავისუფლებას უკავშირებენ.

თბილისის 85-ე საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე ინგა გუგავა „რუსთავი 2“-თან საუბარში აცხადებს, რომ თემურ თორდინავამ გაათავისუფლა, ვინაიდან მათ ბაღების გათავისუფლებულ თანამშრომლებთან სათანადოდ ვერ იმუშავეს. იგი დასძენს, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა ეს ბაღების დირექტორებს პირად საუბარში უთხრეს.

„სააგენტოს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა პრივატულ საუბარში გვითხრეს, რომ მათი გათავისუფლება თემურ თორდინავას მხრიდან მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩვენთან - გათავისუფლებულ დირექტორებთან ვერ იმუშავეს სათანადოდ. რატომ არ დაინტერესდა თემურ თორდინავა მისი უწყების ანუ სააგენტოს მუშაობით?! მოხდა თუ არა ხელების შეწმენდა ამ ოთხ ადამიანზე“, - განაცხადა ბაღის ყოფილმა დირექტორმა.

სააგენტოს ხელმძღვანელს კომენტარი არ გაუკეთებია თუმცა, უწყებაში განმარტავენ, რომ გათავისუფლების მიზეზი მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა, რომლითაც დარღვევები გამოვლინდა. რა აწერია დასკვნაში უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics