08:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 12:37:29, 614 ნახვა

საზოგადოება
დადიანის ქუჩაზე მდებარე უძველესი ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, შალვა დადიანის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე N34/17-ში მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლს სრული რეაბილიტაცია და რესტავრაცია ჩაუტარდება. ასევე, გამაგრდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მომიჯნავედ,  შალვა დადიანის ქ. N32-ში მდებარე შენობას.  

მერიის ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, შალვა დადიანის ქ. N34/17 -ში მდებარე შენობის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი „icomos საქართველოს“ მიერ შექმნა.

XIX საუკუნის შუა ხანებში აგებული სახლი, ქვემო კალას განაშენიანების უნიკალური ნიმუშია და ძველი ქალაქის გალავნის გოდოლ-ბურჯზეა აშენებული. ისტორიის თანახმად, სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნაგებობად ითვლება და ძველი არქიტექტურის ღირსეულ ნიმუშს წარმოადგენს. შენობის განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი აჟურული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. რეაბილიტაციის შედეგად, ისტორიული შენობა ძველი პროექტის მიხედვით აღდგება.

თბილისის განვითარების ფონდმა ორივე შენობის სარეაბილიტაციო- სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 

სატენდერო წინადადებების მიღება იწყება 29.04.2016 00:00 საათზე და მთავრდება   04.05.2016 14:30 საათზე.

შალვა დადიანის ქ. 34/17 და  N32-ის სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 1 640 570 ლარს შეადგენს.

სატენდერო პირობების ხილვა  მომსახურების შესყიდვაზე შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics