|
2026-11-28 11:19:25, 596 ნახვა
მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს, ბაშკორტოსტანსა და როსტოვის ოლქს შეუტიეს
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 28 ნოემბრის ღამეს მოსკოვის მიმართულებით 462 დრონი დაფრინავდა. ოფიციალური პირის თქმით, მათი უმეტესობა ქალაქის გარეუბანში ჩამოაგდეს, ხოლო 123 - მიახლოებისას. მოსკოვის აეროპორტები დაიხურა. კალუგის ოლქის ხელისუფლებამ 120 დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. მათი თქმით, რეგიონის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე აგარაკი დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა. ბაშკორტოსტანშიც გამოცხადდა „დრონების შესახებ განგაში“, ხოლო უფას აეროპორტი დროებით დაიხურა. უკრაინული მონიტორინგის არხის, „ექსილენოვა+“-ის ცნობით, ქალაქის ინდუსტრიულ ზონას თავს დაესხნენ. „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ შეზღუდვები ასევე დაწესდა ბუგულმას, კრასნოდარის, სამარას და ტამბოვის აეროპორტებში. როსტოვის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონის თავზე, მათ შორის ნოვოშახტინსკის თავზე, 50-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. „ექსილენოვა+“-ისა და „ასტრას“ ცნობით, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში საწვავის ავზებს ცეცხლი გაუჩნდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ ხანძარი გაჩნდა სამარის ხაზოვან წარმოებისა და გამანაწილებელ სადგურზე, სადაც ნავთობი იტუმბება.
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



