|
2026-11-26 11:11:27, 963 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის სიძემ პუტინს „ისტორიული ფიგურა“ და „პოლიტიკური დიდოსტატი“ უწოდა, რომელსაც „მშვიდობა სურს“
ჯარედ კუშნერმა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და სიძემ, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობს, ვლადიმერ პუტინს „ისტორიული ფიგურა“ და „პოლიტიკური დიდოსტატი“ უწოდა, რომელსაც „მშვიდობა სურს“. „ხალხს შეიძლება მოსწონდეს ის, რაც მან გააკეთა, შეიძლება არ მოსწონდეს ის, რაც მან გააკეთა, მაგრამ ის ნამდვილად პოლიტიკური დიდოსტატია. ის ისტორიული ფიგურაა. <…> ჩემი შეფასებით და სტივ [ვიტკოფის] (ტრამპის მეორე მომლაპარაკებელი - TMT) შეფასებით, მას არა მხოლოდ მშვიდობა სურს - მას სურს ამერიკასთან ურთიერთობის შეცვლა და სურს ნახოს, არის თუ არა თავიდან დაწყების გზა“, - თქვა კუშნერმა გერმანული მედიაჯგუფ Axel Springer-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მათიას დოპფნერთან ინტერვიუში. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებდა. „აქამდე პუტინი თავშეკავებას იჩენდა“. „ის დათანხმდა ბირთვული იარაღის არ გამოყენებაზე, რაც, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია. მან დაგვარწმუნა, რომ ასეთი განზრახვა არ აქვს“, - თქვა კუშნერმა. მან ასევე დაადანაშაულა უკრაინა პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმის გამო მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებაში. მან თქვა, რომ ამერიკულმა მხარემ გასული წლის ნოემბერში მოლაპარაკებებში „გარკვეული პროგრესის“ მიღწევა დაიწყო, მაგრამ „დეკემბრის ბოლოს უკრაინული თავდასხმა მოხდა“, რამაც „რუსეთის პრეზიდენტი უკან დააბრუნა“. წლევანდელი თებერვლიდან სექტემბრამდე ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა „არცერთ მხარეს დიდი მოქნილობა ან გახსნილობა ვერ დაინახეს“, აღნიშნა კუშნერმა. ამჟამად მოლაპარაკებები ტერიტორიული საკითხის გამო ჩიხშია. „მე მჯერა, რომ ის (პუტინი - TMT) მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ ვფიქრობ, კითხვა ყოველთვის ჩნდება: რა პირობებით? <…> პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთის გუნდთან მრავალსაათიანი კომუნიკაციის შემდეგ, ჩემი აზრით, ტერიტორიული საკითხი ახლა გარკვეულწილად ჩიხშია“, - თქვა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა. კუშნერმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინაში მასშტაბური ომის დაწყების მიზეზებზე. მან განაცხადა, რომ რუსეთს დასავლეთიდან „ბოლო ათასი წლის განმავლობაში ას წელიწადში ერთხელ“ ესხმოდნენ თავს და რომ ამჟამინდელი სამხედრო კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „უკრაინა ნატოში მიიწვია“. კუშნერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ევროპელი წარმომადგენლები ნოემბერში აბუ-დაბიში მოლაპარაკებების მაგიდასთან არ მიიწვიეს, რადგან „პუტინი ევროპის მხრიდან ბევრ პროვოკაციულ განცხადებას და პროვოკაციულ ქმედებას ხედავს“.
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



