08:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 12:57:05, 552 ნახვა

საზოგადოება
მომლოცველები და ტურისტები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან განახლებული და კომფორტული გზით მივლენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა, ქალაქ მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტაძართან მისასვლელ გზაზე ერთ დროს არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად დაშლილი იყო.  აღნიშნული მონაკევთის რეაბილიტაციის შედეგად, მომლოცველები და ტურისტები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან განახლებული და კომფორტული გზით მივლენ. ასევე, გაუმჯობესდება ტაძრის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნაგებობებთან მისასვლელი გზაც.

პროექტით გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, ეზოში შესასვლელების, ავტომანქანების გასაჩერებელი მოედნის, კიუვეტებისა და მიერთებების მოწყობა-რეაბილიტაცია. ასევე, საგზაო ნიშნების, ზღუდარების, მიმმართველი ბოძკინტების დამონტაჟება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის, გაბიონებისა და ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 441 ათას 470 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics