|
2016-04-12 11:09:04, 1113 ნახვა
მსოფლიო
ახალი სკანდალი ე.წ. პანამის დოკუმენტებზე
ახალი სკანდალია პანამის იურიდიული ფირმის Mossack Fonseca-ს სკანდალურ დოკუმენტებზე, რომელზეც კვლავ გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, მის მიერ დარეგისტრირებულ კომპანიებს ფიქტიური პირები მართავდნენ, - ამის შესახებ The Sunday Times იუწყება. როგორც გამოძიებამ დაადგინა, 10 361 კომპანიას, ერთი ქალი მართავდა, რომელიც 10 წელზე მეტია რაც გარდაიცვალა. კომპანიების უმეტესობას Mossack Fonseca არეგისტრირებდა. ერთ-ერთმა ნიდერლანდურმა ტელეკომპანიამ, რომელსაც საბუთებთან წვდომა აქვს, გაარკვია, რომ აღნიშნული ქალი 2005 წელს გარდაიცვალა. ამ ფაქტმა არ შეცვალა ისიც, რომ ის საბჭოს სხდომებს "ესწრებოდა" და საბუთებს "ხელს აწერდა". კიდევ ერთი ქალი, რომელიც 7 ათასი ფირმის მფლობელად არის დარეგისტრირებული, პანამის დედაქალაქიდან 20 მილში, ტყეში ცხოვრობს. ჟურნალისტების კითხვებს მან პასუხი არ გასცა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ე.წ. პანამის დოკუმენტებს. ცნობისთვის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმმა სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებშიც მსოფლიო ლიდერების მიერ ფულის გათეთრების ფაქტებზეა საუბარი. ჟურნალისტებმა პანამაში რეგისტრირებული იურიდიული კომპანიის მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები გახსნეს. დაახლოებით 11 მილიონი დოკუმენტიდან იკვეთება, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ე.წ. საგადასახადო სამოთხეებს (ოფშორულ ზონებს) ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. ერთ-ერთ დოკუმენტში ნახსენებია საქართველო, კერძოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ბრიტანული ვირჯინიის კუნძულების საფინანსო გამოძიების სააგენტოსა და მოსაკ ფონსეკას შორის არსებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებული კომპანია Lynden Management-ის მფლობელი ივანიშვილია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მოსაკ ფონსეკას მომსახურებით აქტიურად სარგებლობდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები, რომლებმაც 2 მილიარდი ამერიკული დოლარი გაათეთრეს. ინფორმაციის გაჟონვამდე ერთი კვირით ადრე კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მასშტაბური ინფორმაციული თავდასხმა მზადდებოდა. დოკუმენტები ასევე შეიცავს უკრაინის პრეზიდენტის, ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და ფიფას მაღალჩინოსნების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ. დოკუმენტებში ჩანს ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მისი მამის სახელები. ესპანეთში მესის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასთან არსებული ეჭვების გამო გამოძიება უკვე მიმდინარეობს. მოსაკ ფონსეკა პანამური იურიდიული ფირმაა. ის ოფშორულ ზონებში, როგორიცაა შვეიცარია, კვიპროსი და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, კომპანიებს არეგისტრირებს.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)