01:03 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 00:14:30, 285 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა

პატრიარქმა შიომ მოსკოვში ქორეპისკოპოსი, სინოდის სამი წევრი და პროტოპრესვიტერი გაგზავნა. ეს ინფორმაცია „მსოფლიო ეკლესიის ამბების“ გვერდმა გაავრცელა.

20 ნოემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს 80 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ეკლესიამ ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლები და დელეგაციები მოსკოვში მიიწვია.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში თავისი ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე; ეკლესიის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრეი; ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი; და პროტოპრესვიტერი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მოსკოვში ვიზიტი „tvpirveli“-ს დაუდასტურა.

„ეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მისი უწმინდესობის კირილის 80 წლის იუბილეა. ეს ნორმალური ეკლესიათაშორისი ურთიერთობაა და განცხადება გაკეთდება, როდესაც საპატრიარქოდან ინფორმაცია მოვა“, - განაცხადა მღვდელმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics