00:53 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-19 16:12:49, 558 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირებაზე - საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! ამ ჩემს ფეხებს, უკაცრავად

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და პროპაგანდისტული მედიის დასანქცირებას.

განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, სასამართლო პროცესზე გვარამიას ჰკითხა, უჭერდა თუ არა იგი მხარს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების — „იმედისა“ და „პოსტივის“ (POSTV) — დასანქცირებას.

„ნანახი გაქვთ ჩვენზე რას წერს და ამბობს ტელეკომპანია „იმედი“? რას აქვეყნებს, როგორ სიუჟეტებს ამზადებს, როგორ ვყავართ წარმოჩენილი? პირდაპირ ჩვენთან დაკავშირებით აქვს გამოცხადებული ნადირობა ტყუილებით. რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა?! მართლა მაინტერესებს. რომ მკითხოთ მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ. ამ ჩემს ფეხებს. უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი. საერთოდ არ მაღელვებს ქვეყნის მტერი რუსული პროპაგანდისტი. საერთოდ ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა?! რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია. ყველაფერია თავისუფალი სიტყვის გარდა“. - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, რადგან ხელისუფლება და ქვეყანა ერთმანეთთან არ იგივდება. მან ასევე ხაზი გაუსვა საკუთარ პატიმრობებს და განაცხადა, რომ ივანიშვილის სანქცირების გამო სინანულს არ გრძნობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics