|
2026-11-19 11:18:40, 537 ნახვა
მსოფლიო
„ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია“: ტრამპი და პუტინი ჩინეთში შეხვდნენ - ვიდეო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს, შენჟენში, APEC-ის სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რომელიც დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. ამის შესახებ CNN იტყობინება. შეხვედრამდე, ტრამპი ოთახში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან ერთად შევიდა. ოთახში შესვლისას ტრამპმა გაიღიმა, პუტინზე მიუთითა და თქვა: „ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია“. შემდეგ ტრამპმა პუტინს ხელი ჩამოართვა. შეხვედრის ოთახში შესვლა მკაცრად შეზღუდული იყო: მხოლოდ ერთი სატელევიზიო კამერის შესვლა იყო დაშვებული. რუსეთის ლიდერთან მისალმების შემდეგ, ტრამპმა თქვა, რომ „მოუთმენლად ელოდა“ შეხვედრას. „ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა - დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ აქედან ბევრი შესანიშნავი რამ შეიძლება გამოვიდეს, ან სულ მცირე, დაიწყოს“, - თქვა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა. პუტინმა საჯარო კომენტარი არ გააკეთა. CNN-ის ცნობით, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დასრულდა. ერთ-ერთმა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა შეხვედრა „არაფორმალურად“ შეაფასა. ტრამპი და პუტინი პირადად შვიდჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბოლოს ისინი 2025 წელს ალიასკაში შეხვდნენ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც საბოლოოდ ფორმალური შეთანხმების მიღწევას არ მოჰყოლია. ხუთშაბათს, მოგვიანებით, ტრამპი და პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სამმხრივ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



