|
2026-11-18 17:50:34, 237 ნახვა
სპორტი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ადგილობრივ ბაზარს ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შეემატა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, ორთაჭალაში, მულტიფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი Platform გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს 1 ნოემბრიდან მასპინძლობს. Platform პრემიუმ კლასის სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს ერთ სივრცეში სთავაზობს: ფიტნესდარბაზს, ღია საცურაო აუზს, საუნას, ჯაკუზისა და ველნეს ზონას, სილამაზისა და ესთეტიკურ სალონს. კომპლექსი გლობალური ბრენდის, Realleader USA-ის პრემიუმ კლასის ტრენაჟორებითაა აღჭურვილი. ამასთან, Platform საქართველოში ამ ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად, სივრცე გამოირჩევა ინტერიერის დახვეწილი დიზაინით, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებითა და მშვიდი გარემოთი. Platform მდებარეობს თბილისში, ორთაჭალაში, ნადიკვარის III ქუჩაზე, Monolith Green City-ის ტერიტორიაზე. საქართველოს ბანკისთვის ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკი პარტნიორებს ბიზნესის დაწყების, განვითარების, გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების რეალიზების პროცესში მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს. საქართველოს ბანკი ბიზნესი აერთიანებს ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება, მათ შორის როგორც ფინანსურ რესურსებს ისე ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ინიციატივებსა და პროექტებს.
ვაკეში, ყიფშიძის 9 ნომრის მიმდებარე კორპუსის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი ჭრილობით, გვამი ნახეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



