16:54 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 16:40:30, 209 ნახვა

ეკონომიკა
სანქცირებული სამთავრობო იმედის და პოსტვ-ის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა

სანქცირებული ტვ იმედის სარეკლამო შემოსავალი მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79%-ით, 14.4-დან 3 მლნ ლარამდე შემცირდა.

60%-ით 2.5-დან 1 მლნ-მდე შემცირებული პოსტივის შემოსავლებიც.

“იმედიც” და პოსტივიც სანქცირებულია გაერთიანებული სამეფოს მიერ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თანახმად ტვ იმედმა 2025 წლის მესამე კვარტალში კომერციული რეკლამის სახით ჯამში 13.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რასაც 634 ათასი ლარი პროდუქტის განთავსების, 362 ათასი ლარის სპონსორობის და 16 ათასი ლარის სხვა სამაუწყებლო შემოსავალიც დაემატა. 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ყველაზე მკვეთრად 83%-ით კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლები შემცირდა, კლება დაფიქსირდა სხვა მიმართულებებითაც.

2026 წელი:

  • III კვარტალი - 2 970 507 ლარი;
  • II კვარტალი - 8 073 415 ლარი;
  • I კვარტალი - 10 829 042 ლარი.

პროსახელისუფლებო „იმედს“ შემოსავლებში კლება აქვს არამხოლოდ გასულ კვარტალთან, არამედ წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებითაც. ამ შემთხვევაში 11,4 მილიონ ლარზეა საუბარი, რაც 79%-ია:

2025 წელი:

  • IV კვარტალი - 19 123 386 ლარი;
  • III კვარტალი - 14 381 894 ლარი;
  • II კვარტალი - 5 460 899 ლარი;
  • I კვარტალი - 6 137 624 ლარი.

2026 წლის მე-3 კვარტალში სანქცირებული „იმედის“ ყველაზე მეტი რეკლამა მიიტანეს (100 000 - 500 000 ლარამდე თანხის):

  • „ავერსი“;
  • „ბორჯომი“;
  • „კოკა-კოლა“;
  • „პსპ“.

„იმედის“ მსგავსად, შემცირდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული კიდევ ერთი ტელეარხის, „პოსტვ-ის" შემოსავლები:

  • 2026 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ მიიღო 967 910 ლარი;
  • მეორე კვარტალში - 1 177 502 ლარი;
  • თუმცა 2025 წლის მესამე კვარტალში - 1 656 569 ლარი.
  •  
  • 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია განაახლა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).




ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქცირებული სამთავრობო იმედის და პოსტვ-ის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა
გვარამია- ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არარელევანტურია პარტიების გაუქმებასთან
ბიბილაშვილი - კითხვა ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით მახეა
ქობულეთის პოლიციაში ძალადობის საქმეზე სამ პოლიციელს 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics