18:06 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-17 15:43:26, 339 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის

თბილისის მერიის კამერებით აღრიცხვის სისტემის მონაცემებით, დედაქალაქში ერთი დღის განმავლობაში 900 ათასამდე ავტომობილი ფიქსირდება, -  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ეს არ არის კამერებთან ავტომობილების გავლების ჯამური რაოდენობა, თითოეული ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რამდენმა კამერამ დააფიქსირა, სისტემაში მხოლოდ ერთხელ ითვლება.

„დღეს მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს - სატრანსპორტო პოლიტიკას და ქალაქში არსებულ საცობებს. მესმის თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობების გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს.

ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა. ეს ცხადია მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის. ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, თბილისის ქუჩებში ყოველდღიური საცობები გაორმაგებულ სატრანსპორტო დატვირთვას უკავშირდება.

„საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 948 ათასს აღწევს. ცხრა წელიწადში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაორმაგდა.   ამას ემატება ის გარემოებაც, რომ თბილისი მთელი ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია. დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყოველდღიურად ჩამოდიან ადამიანები სამუშაოდ, ბიზნესსაქმიანობისთვის, მომსახურების მისაღებად. ბევრი ავტომობილი გამოიყენება ტაქსისა და სხვა კომერციული საქმიანობისთვის. არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩამოინგრა
კალაძე საცობებზე - გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics