21:13 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-13 18:50:52, 355 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

თიბისი ახალი თაობის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების მხარდაჭერას აგრძელებს. ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტურ კონკურში UNI4VERSE გამარჯვებული, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გუნდი - AEGIS, ლისაბონში Web Summit-ზე გაემგზავრა. UNI4VERSE კონკურზე თიბისიმ, ასევე გამოავლინა რჩეული გუნდი, რომელსაც ფულადი ჯილდო გადასცა.

UNI4VERSE ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ყოველწლიური საუნივერსიტეტო კონკურსია, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაა. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემა ფინანსური განათლება იყო. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, სამუშაო პროცესში კი 1300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდები ფინანსური სერვისების, ინვესტიციების, კიბერუსაფრთხოების, მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის მიმართულებით მუშაობდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულმა 27 უნივერსიტეტის გუნდმა თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები წარადგინა.

UNI4VERSE საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ პარტნიორობით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით განხორციელდა.

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ახალი თაობის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბრენდი პარტნიორებთან ერთად ქმნის შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში, ინოვაციური იდეების განხორციელებასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში ეხმარება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოცნების მიერ დანიშნულმა ახალციხის მერმა წიკლაურმა კათოლიკეებს უარი უთხრა საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics