05:16 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-13 13:57:39, 1961 ნახვა

სხვადასხვა
აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა

აბუ-დაბის სასამართლომ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიუსაჯა. თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი 50-50 ათასიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

უსმან ნურმაგომედოვსა და ჯგუფის სხვა წევრებს თავდასხმის გამო პატიმრობასთან ერთად არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება დაეკისრათ.

 11 ნოემბერს სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს ჩაწერის დროს მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად უკნიდან დაესხა თავს. 

 აბუ-დაბის პოლიციამ ადგილზე სულ 10 პირი დააკავა. მათგან რვა უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ხოლო ორი მომხდარის ვიდეოგადაღებისთვის დააკავეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics