08:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 16:18:11, 561 ნახვა

საზოგადოება
ნინო სურგულაძე "ოპერის ოსკარის" მფლობელი გახდა

ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული ოპერის ოსკარის მფლობელი გახდა.

სურგულაძემ კონკურსში სახელწოდებით „GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება“ ნინო სურგულაძემ ნომინაციაში - საუკეთესო მეცო სოპრანო გაიმარჯვა.

კონკურსში შვიდი გამარჯვებული გამოვლინდა, მათი დაჯილდოვება 17 მაისს გაიმართება.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. კონცერტზე უკვე ჩემი სიმღერით ვეტყვი მათ ჩემს სათქმელს. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ყველა მონაწილე იმსახურებდა გამარჯვებას, ისინი საუკეთესოები არიან", - განაცხადა ნინო სურგულაძემ.

კონკურსის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით 35 ნომინანტი შეირჩა, მათ შორის ორი ქართველი - ნინო სურგულაძე და ანიტა რაჭველიშვილი. იტალიურმა საერთაშორისო საოპერო გამომცემლობამ ოპერის ოსკარი ორი წლის წინ დაარსა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics