|
2026-11-07 22:44:28, 378 ნახვა
ევროპის ამბები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა მთავარი ბაზრის მოედანზე მომხდარი სროლის შემდეგ, რომლის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ამის შესახებ Onet-ის ცნობით, მერმა ლუკაშ გიბალამ განაცხადა. სროლა 7 ნოემბერს, შუადღისას მოხდა. პოლიციის ცნობით, მამაკაცი მოედანზე მანქანით შევიდა და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. ოთხი ქალი და ორი მამაკაცი დაიღუპა. დაჭრილებს შორის პოლიციელები არიან. თავდამსხმელი, 24 წლის პოლონეთის მოქალაქე, პოლიციასთან სროლის დროს დაიჭრა და დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, მის მანქანაში დამატებითი იარაღი და საბრძოლო მასალა იპოვეს. თავდასხმის მოტივი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი პოლონეთის სამხედრო მოსამსახურე იყო ან არმიასთან კავშირი ჰქონდა, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უარყო. მან განაცხადა, რომ მამაკაცი არასდროს მსახურობდა პოლონეთის არმიაში და არასდროს ჰქონია მასთან კავშირი. ამიტომ, არსებული ინფორმაციიდან შეუძლებელია დავასკვნათ, რომ თავდამსხმელი ყოფილი ჯარისკაცი იყო. პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კრაკოვში გაემგზავრა. დღეს საღამოს მინისტრებთან და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაა დაგეგმილი.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)