11:44 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-06 10:36:53, 548 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატიული პარტია და არჩევნების შედეგები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამერიკის საფონდო ბირჟებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე განიცადეს.

„საფონდო ბირჟამ არჩევნების შედეგების გამო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე განიცადა. ეს ძალიან სამწუხაროა! იმდენი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ აქამდე არავის ენახა ისეთი დონე, როგორიც აქამდე არ ენახა და შემდეგ ეს მოხდა. თქვენი საპენსიო დანაზოგი შესაბამისად შემცირდა. გახსოვდეთ: ეს რესპუბლიკელების ბრალი არ არის, ეს იდიოტების (დემოკრატების) ბრალია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე.

ამავდროულად, ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა, არ ჩავარდნილიყვნენ პანიკაში და დაჰპირდა, რომ საფონდო ბირჟის კრახის მიუხედავად, შეერთებული შტატები „მალე, ასე თუ ისე, უფრო დიდი და ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics