|
2026-11-04 17:13:16, 2148 ნახვა
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ ოფიციალურად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ანგარიში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს გადაეცა. „თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალური მედიის გვერდს, სადაც შემოგთავაზებთ პირდაპირ ჩართვას ბრიუსელიდან გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის პრესკონფერენციიდან 17:45-დან; შემდეგ გაიმართება ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის პრესკონფერენცია თბილისში, 19:00-ზე, რომლის ნახვა ამავე გვერდზეა შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)