17:07 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 15:37:39, 577 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა

"კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა. ჟურნალისტის კომპეტენციასა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას უდავოდ დაბალი შეფასება ეკუთვნის". - წერს ივანიშვილის დეპუტატი, ნინო წილოსანი ევრონიუსის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში კობახიძის მონაწილეობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ ფორმატს ინტერვიუ ერქვა, მე მას უფრო დებატებს ვუწოდებდი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა. ჟურნალისტის კომპეტენციასა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას უდავოდ დაბალი შეფასება ეკუთვნის.

კარგად დაბრენდილ ნარატივს, თითქოს საქართველომ თავად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეს წერილიც ეწინააღმდეგება, სადაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ მიუთითებს, რომ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.

დებატებში ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა. თუმცა აქ უგულებელყოფილი იყო ერთი მარტივი ფაქტორი - ევროკავშირში გაწევრიანება საკუთარი იდენტობისა და ღირებულებების დათმობის ხარჯზე?

ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მკაფიო პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა - ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გზავნილს - „ღირსებით ევროპისკენ“. ეს არის ჩვენი ერის პოლიტიკური არჩევანი - ევროპისკენ სვლა საკუთარი იდენტობის, ღირსებისა და ეროვნული ინტერესების შენარჩუნებით და არა მათი უგულებელყოფის ხარჯზე. როდესაც ჟურნალისტი ამ საკითხზე კითხვას სვამ, მინიმუმ ეს ფაქტი უნდა გქონდეს გაანალიზებული.

ევრონიუსის ჟურნალისტმა რეპრესიული ზომებიც ახსენა. საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობდა - მოლოტოვის კოქტეილის მსროლელთა პასუხისგებაში მიცემას თუ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნას?

როდესაც საპასუხოდ მიიღო საფრანგეთის მაგალითი, სადაც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ადამიანის დაწვის მცდელობაში ბრალდებულად იქნა შეფასებული, ჟურნალისტის პასუხი დუმილი აღმოჩნდა. სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს ორმაგი სტანდარტები - როდესაც ერთი და იგივე ქმედების შეფასება იმის მიხედვით იცვლება, რომელ ქვეყანაში ხდება ის.

დებატების ერთ-ერთ აქცენტს, საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ალბათ ყველაზე უკეთ სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება პასუხობს, სადაც ყველა გახმაურებულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ეთანხმება ქართულ მართლმსაჯულებას.

როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბრობ და პრემიერ-მინისტრი უკრაინისა და მოლდოვის პრაქტიკას გახსენებს, ევროპაში ასეულობით აკრძალულ პარტიაზე აღარაფერს ვიტყვი, მინიმუმ ამ ქვეყნების გამოცდილება მაინც უნდა გქონდეს შესწავლილი, რომ დისკუსიის დროს ეს საკითხი არგუმენტად არ გამოიყენო.

ცხადია, რთული და მწვავე კითხვები ჟურნალისტიკის განუყოფელი ნაწილია. არსებობს ფორმატი „Hard Talk“, თუმცა გუშინდელ საუბარს სამწუხაროდ „Hard Talk“-საც ვერ ვუწოდებდი.

ინტერვიუმ გარკვეულწილად ირაკლი კობახიძის წარსული შეხვედრაც გაგვახსენა სტანდარტებიდან ამოვარდნილ ნინო ჟიჟილაშვილთან და დარწმუნებული ვარ, ეს ასოციაცია ბევრს გაუჩნდა. ორივე შემთხვევაში ჟურნალისტები აშკარად გასცდნენ მედია სტანდარტს და დაკარგეს სახე.

როგორც თავის დროზე თავის დროზე პარტიულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ახლაც შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა. სამწუხაროდ, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ცოდნის თვალსაზრისით, მისი „ოპონენტი“ სტუდენტის დონეზეც კი არ აღმოჩნდა, რომ მისთვის გაკვეთილის ნაცვლად ლექციის ჩატარება ყოფილიყო შესაძლებელი.

თუმცა მთავარი შედეგი ის არის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია.

საქართველოს პოზიცია მკაფიოდ გაჟღერდა იმ საერთაშორისო პლატფორმაზეც, სადაც ჩვენი ქვეყნის შესახებ ხშირად ვრცელდება მიკერძოებული შეფასებები და დეზინფორმაცია.

ინტერვიუს განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თავდაჯერებულობა, საკითხების სიღრმისეული ცოდნა და საკუთარი პოზიციის სიმყარეში დარწმუნებულობა აშკარად ჩანდა. ამის საპირისპიროდ, ჟურნალისტის მხრიდან ხშირად იგრძნობოდა აგრესიული დამოკიდებულება და წინასწარ ჩამოყალიბებული ნარატივის გატარების მცდელობა.

პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია.  - წერს ივანიშვილის დეპუტატი, ნინო წილოსანი





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics