|
2026-11-04 14:25:50, 544 ნახვა
მსოფლიო
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
დემოკრატმა კანდიდატმა აბდულ ელ-საიდმა გაიმარჯვა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში მიჩიგანის წარმომადგენლობის არჩევნებში, რითაც დაამარცხა რესპუბლიკელი მაიკ როჯერსი. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი მუსლიმი სენატორი გახდება. როგორც ონლაინ გამოცემა The Independent აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ელ-საიედს განზრახ რამდენჯერმე „მოჰამედი“ უწოდა და ისიც კი თქვა, რომ ის „შეშლილი ჯიჰადისტია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა (აშშ - რედ.) სძულს“. აბდულ ელ-საიდი არის ამერიკელი ექიმი, ეპიდემიოლოგი, პოლიტიკური აქტივისტი და კომენტატორი. ის არის ამერიკის პროგრესული ფრთის ერთ-ერთი ცნობილი მუსლიმი ლიდერი მიჩიგანის შტატში. წარსულში ხელმძღვანელობდა დეტროიტის ჯანდაცვის დეპარტამენტს, სადაც იყო ყველაზე ახალგაზრდა ჯანდაცვის კომისარი აშშ-ის დიდ ქალაქებს შორის. 2018 წელს მონაწილეობდა მიჩიგანის გუბერნატორის პრაიმერიზში დემოკრატიული პარტიიდან, სადაც მიიღო პროგრესული ძალების (მათ შორის ბერნი სანდერსის) მხარდაჭერა.
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)