|
2026-11-02 11:20:12, 752 ნახვა
სამართალი
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
საია-მ ოჯახისა და ადვოკატის მომართვის საფუძველზე პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა. ორგანიზაციის შეფასებით, პაატა მანჯგალაძეს საქართველოს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, თუმცა, „კვლავ აგრძლელებს ბრალის ინდივიდუალიზაციისთვის საგანგაშო ტენდენციას და ბრალის დადგენილებაში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი პირის მიერ ჩადენილ ქმედებას რომელი მტკიცებულება მიესადაგება“.
როგორ საია წერს: მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო არ იყოს ორიენტირებული პირის ბრალდებაზე და, თუ აღნიშნულს სათანადო კომპეტენციითა და მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ ართმევს თავს საქართველოს პროკურატურა, არ მოევლინოს მას დამხმარედ. საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებათა შეფასების სისწორე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. თუ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველისა და საიას პოზიციებს, მნიშვნელოვანია, მან თავი შეიკავოს ბრალდების კვალიფიკაციის ცვლილების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან და, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს პაატა მანჯგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის სახით კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალური ხასიათის პრინციპით და თითოეული ბრალდებულის ბრალეულობა შეაფასოს მხოლოდ მის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. სხვა ბრალდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების დადება შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, შესაძლო სასჯელის სიმძიმით, ხანგრძლივი პატიმრობის შიშით, საქმის განხილვის გაჭიანურებით ან სასამართლო პროცესის სამართლიანობის მიმართ უნდობლობით. შესაბამისად, მხოლოდ აღიარების ფაქტი არ იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ აღიარებული გარემოებები სრულად შეესაბამება მომხდარის ობიექტურ სურათს ან რომ სხვა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება იმავე საფუძვლით დასაბუთებულია პაატა მანჯგალაძის შემთხვევაშიც. ეს გარემოებები თავისთავად არ გამორიცხავს აღიარების მტკიცებულებით მნიშვნელობას, თუმცა მოითხოვს მისი შინაარსის, სანდოობისა და სხვა მტკიცებულებებთან კავშირის კრიტიკულ შეფასებას.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)