|
2026-11-02 14:54:14, 399 ნახვა
საზოგადოება
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ იჭერენ, კლავენ და სპეციალურ სამარხებში მარხავენ, ხელისუფლების მითითებით, მიუსაფარ ძაღლებს. მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ევთანაზიის ჩარჩოებში ვერაფრით ჯდება ჯანმრთელი, არააგრესიული და ვაქცინირებული ძაღლების მოკვლა. ხელისუფლების პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ არა მხოლოდ არაჰუმანური და უკანონო, არამედ არაეფექტიანიც არის. არაჰუმანური მეთოდის გამოყენება ვერ აგვარებს ჰიპერპოპულაციის საკითხს, რადგან ტერიტორიაზე კვლავ გამოჩნდებიან ადამიანებისგან მიტოვებული ახალი ცხოველები. პრობლემის სისტემური გადაწყვეტა პატრონიანი ცხოველების გამრავლების კონტროლს, სტერილიზაციის პროგრამების გაფართოებასა და პრევენციას მოითხოვს და არა მიუსაფარი ძაღლების განადგურებას. TV პირველის სიუჟეტში გახმოვანებული ინფორმაცია და მტკიცებულებები აუცილებელს ხდის სწრაფი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას, თავშესაფრებში ყოველი ცხოველის მიღების, მკურნალობისა და გაშვების ჩანაწერების გასაჯაროებასა და თავშესაფრების დამოუკიდებელ ინსპექტირებას. კანტი გვახსენებს, რომ ცხოველის მიმართ სისასტიკე ადამიანის გულზე მეტყველებს, სახელმწიფოს შემთხვევაში კი - მისი ინსტიტუტების ხასიათზეც: რამდენად ემორჩილება სახელმწიფო საკუთარ კანონებს, რამდენად გამჭვირვალეა მის მიერ განხორციელებული ზომები და როგორ ეპყრობა ის მათ, ვისაც ხმის ამოღება არ შეუძლია". - წერს TI.
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია არა ოქტომბერში არამედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)