2026-11-02 09:36:05, 544 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
აიოვაში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერები დაარწმუნა, რომ ისინი არ უნდა ღელავდნენ რუსეთისა და ჩინეთის ჯაშუშობაზე, რადგან ვაშინგტონიც იგივეს აკეთებს მათ მიმართ.
„ზოგი ამბობს: „ჩინეთი გვითვალთვალებს, ბატონო“. მე ვამბობ: „ჩვენც ვუთვალთვალებთ მათ. ნუ ღელავთ“. ისინი ამბობენ: „ეს საშინელებაა, ჩინეთი და რუსეთი გვითვალთვალებენ, ბატონო“. მე ვამბობ: „ეს სიმართლეა. და ჩვენც ვაკეთებთ ამას მათ მიმართ. და ჩვენ ამას კიდევ უკეთესად ვაკეთებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან