00:08 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-01 20:03:48, 570 ნახვა

საზოგადოება
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო

ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს.

TV პირველმა გაავრცელა ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემის ანონსი, სადაც დამცველების განცხადებით, არის კადრები თუ როგორ მარხავენ ძაღლების ნეშტებს ღამით, სპეციალურად მოწყობილ ორმოებში. 

მოგვიანებით, ცხოველთა დამცველებმა პეტიცია გაავრცელეს და პროკურატურას მიმართეს, დაიწყოს გამოძიება გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, როგორ არიან დამარხული ძაღლები ველის სასაფლაოზე. 

31 ოქტომბერს ცხოველთა დამცველებმა ასევე გაავრცელეს ველის სასაფლაოზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს ორმოები და ძაღლების ნეშტები.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics