14:32 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-30 13:18:26, 481 ნახვა

სამართალი
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა

ბელარუსიდან ჩამოსული ტურისტი ქალის განცხადებით, თბილისში, რკინიგზის სადგურზე, მამაკაცმა რუსულად საუბრის გამო სცემა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე მამაკაცის დაკავებას ადასტურებს.

შემთხვევის შესახებ რუსული მედია, მათ შორის ტელეგრამ-არხი Baza და გამოცემა Lenta.ru, იუწყებოდა.

Baza-ს ინფორმაციით, დაზარალებული ალექსანდრა მინსკელი ფიტნესმწვრთნელია. მისი თქმით, უცნობი მამაკაცი მას შემდეგ დაესხა თავს, რაც გაიგონა, რომ ის მეგობარს რუსულად ესაუბრებოდა. ტურისტმა პოლიციას მიმართა. Baza-ს ცნობით, განყოფილებაში გადაყვანილმა მამაკაცმა მომხდარის განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. მისი მტკიცებით, ქალს გაცნობა შესთავაზა, უხეში უარი მიიღო და ამის შემდეგ დაარტყა. დაზარალებული ამ ვერსიას უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინციდენტში მონაწილე მამაკაცი ცხელ კვალზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დააკავეს. მუხლი ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
კობახიძემ სენატორი ჯო უილსონს კორუფციაში და დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics