15:31 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-30 14:26:37, 317 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძემ სენატორი ჯო უილსონს კორუფციაში და დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი

 როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს, -  ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც ჯო უილსონის კორუფციულ სკანდალში გახვევას ეხებოდა. 

„ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. კონკრეტულად რა იდგა ამის უკან, ამას დაადგენს შესაბამისი ამერიკული გამოძიება. ჩვენ ასევე ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკოსების მოხსენიება ლობისტურ კონტრაქტებში და ეს არის არასწორი პრაქტიკა. ჩვენთის ეს არის კორუფციული პრაქტიკა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია", -  განაცხადა კობახიძემ





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics