14:17 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-29 12:24:21, 484 ნახვა

სამართალი
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლის წევრებთან ერთადაც წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური სარგებლის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების გეგმა." - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით, ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ.

ბრალდებულები მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, ცივი იარაღისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ, ხოლო აღნიშნული პირების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თანხის გამოძალვას განაგრძობდნენ." - ამბობენ შსს-ში.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 181-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათი ინფორმაციით, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics