15:23 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 14:05:40, 247 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ახალისებდნენ ძალადობრივ აქციებს საქართველოში, დღეს კი იგივე სიტუაცია საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, საერთაშორისო მედია წერს, რომ ევროკომისია და ჯორჯ სოროსი  ევროპაში მიმდინარე აქციებს ფინანსებდა.

„მე არ ვიცი, ვინ რას აფინანსებდა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ძალიან მძიმე პროცესები მიდის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს, თუ რა ხდება -  ძალადობრივი გამოსვლები, შეტაკებები. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროა ის ფაქტი, როდესაც ჩვენ აქ, ჩვენს ქვეყანაში ვხედავდით ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა, ამერიკული ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ქმნიდნენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ქმნიდნენ იმისთვის, რომ გაეღრმავებინათ პოლარიზაცია. ეს ძალიან მძიმეა.

შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა, კანონმდებლობის შეცვლა, რომ ეს ყველაფერი შეგვეჩერებინა. დღეს, ამ ყველაფერს ვხედავთ ევროპაში. რასაც ჩვენთან აორგანიზებდნენ და აკეთებდნენ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში მიიღეს იგივე. მე არ მახსოვს, რომ ვინმე გამოსულიყო და დაეგმო ის პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა, ის ძალადობრივი ჯგუფები როგორც მოქმედებდნენ. ასევე, დღეს ვერ ვხედავ, რომ ვინმე გამოვიდეს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დაგმოს თუნდაც პოლიციის მიერ აქციების დაშლა.  ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ხალხი ამას ხომ ხედავს, ხომ აფასებს, ეს ხომ დამალული არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics