|
2026-10-27 13:19:47, 460 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
„ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, ისინი აღნიშნულ ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ. „ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ. ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე განმარტა, რომ „ნეიტრალური საქართველოს“ მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილთან თანხვედრაშია. „ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაც არის ამგვარი პარტიების აკრძალვა. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, პირველ რიგში, უნდა ასრულებდე ქართველი ხალხის დაკვეთას და არა გარე დავალებებს. თავიანთი განცხადებებით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ბევრი ფაქტი შეგვიძლია, მოვიყვანოთ. გახსოვთ, როგორ იბრძოდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო ასოცირების ხელშეკრულება, ქვეყნისთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ეს კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ბრიუსელში კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაეშალათ. ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკურ პლატფორმაზე ვერ იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესები პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს. „დარწმუნებული ვარ, გაჩნდება სივრცე ახალი პოლიტიკოსებისთვის და პარტიებისთვის. პოლიტიკური არენა ოპოზიციის გარეშე ვერ დარჩება. ყველა ერთნაირ აზრზე ვერ ვიქნებით. უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)