15:02 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-26 13:19:42, 323 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ

იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ - ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.

"გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც პატრიარქმა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა მონათლა. აქციაზე რაც იხილეთ ადამიანები, სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა პატრიარქმა გუშინ ზემო აჭარაში. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდო-რელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას დაექვემდებარება. გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო - ჩვენ ვიხილეთ თბილისში შეკრებილი რამდენიმე ასეული წარმომადგენელი ფსევდო-რელიგიური სექტის, რომელიც თავის ფსევდო-რელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ვიხილეთ სამჯერ მეტი ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics