|
2026-10-24 15:11:37, 256 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით მოწოდებებზე დასმულ კითხვას. კობახიძემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში ჩარევისაგან. „ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ჩვენს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში ჩარევისაგან. მათ უნდა წაიკითხონ სარჩელი, მათ უნდა შემდეგ წაიკითხონ გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება, გააკეთონ სამართლებრივი კომენტარები. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არის მხოლოდ და მხოლოდ უხეში პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, – აღნიშნა კობახიძე.
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)