15:25 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-23 14:15:26, 564 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციომ სხდომის გადადებაზე გახარიას პარტიის მოთხოვნა სხდომის გადადებაზე, არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ მოთხოვნა, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 1 თვით გადაედო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა ამბობდა, რომ სასამართლოს რეგლამენტით, პასუხის მოსამზადებლად მათ 1-თვიანი ვადა უნდა მიეცეთ.

„მოპასუხე მხარე ვალდებულია, წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი არა უგვიანეს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში“, - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლში.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებდა, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე, როცა არ არსებობს მსგავსი გამოცდილება, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგლამენტის დაცვას.

„შეგეძლოთ ეს ერთთვიანი ვადა შეგემცირებინათ და გეთქვათ, რომ 10 დღის ვადაში წარმოგვედგინა შესაგებელი. ეს ნიშნავს, რომ [ახლა] მოპასუხე მხარეს უფლება აქვს, ერთი თვის ვადით მოითხოვოს ამ საქმის გადადება.

[თუ არ გადაიდება] ვფიქრობ, პროცედურული სამართლიანობის პრინციპის დარღვევაა ჩვენთან მიმართებით... ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უფლებები იქნება დარღვეული“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ და დასძინა, რომ ითხოვენ სხდომის 1 თვით გადადებას, 13 ნოემბრამდე.

საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმი სათათბიროდ გავიდა. არდაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, გამოაცხადა:

„გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ერთპიროვნულია... რეგლამენტით კი არის გათვალისწინებული [შუამდგომლობის წარმოდგენა], მაგრამ პრაქტიკაში არ ხორციელდება შესაგებლის წარმოდგენა... სხდომის დანიშვნა არ აფერხებს მხარეს, ამავდროულად არ რჩება რაიმენაირი განცდა, რომ მხარე არის მოუმზადებელი. სასამართლოს უკვე ექმნება განცდა, რომ ეს უფრო გაჭიანურებას ემსახურება და არა საქმის გადადების აუცილებლობას...

მოლოდინი იმისა, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მოგეწონებოდათ, არ იყო. ჩვენ უბრალოდ განგიმარტეთ - ჩვენი შეხედულებები გვაქვს და ჩვენ ამ შეხედულებებში ვართ თავისუფალი“.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. მესამე დღეა კოლეგია განიხილავს შუამდგომლობებს, თუმცა 10-ზე მეტი მოთხოვნიდან არცერთი არ დაკმაყოფილდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
10-ზე მეტი პროფესიული კურსი მოსწავლეებისთვის - BOG-ის სრული დაფინანსებით
საკონსტიტუციომ სხდომის გადადებაზე გახარიას პარტიის მოთხოვნა სხდომის გადადებაზე, არ დააკმაყოფილა
ნანა სანდერმა საპროცესო შეთანმებისთვის პროკურატურას მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics