12:14 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-23 11:44:23, 294 ნახვა

სხვადასხვა
გარდაცვლილ სანეტორ გრემს, მამაკაცები ექსკორტის მომსახურებაში ადანაშაულებენ, ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსთან შეხვედრის დროს არასრულწლოვანი იყო

სამმა მამაკაცმა გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ესკორტის სერვისებით სარგებლობაში დაადანაშაულა. ჟურნალ Newsweek-ის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსთან შეხვედრის დროს არასრულწლოვანი იყო.

„ფილმში „The CLOSETocracy“ წარმოდგენილია მამაკაცების ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გრემმა მათ არიზონასა და ვაშინგტონში სექსისთვის გადაუხადა. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ფილმში კალვინის სახელითაა იდენტიფიცირებული, აცხადებს, რომ გრემს 2001 წელს, არიზონაში, 17 წლის ასაკში შეხვდა. ის ამტკიცებს, რომ გრემმა შეხვედრისთვის 120 დოლარი გადაუხადა“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრალდებები დამოუკიდებლად არ დადასტურებულა.

აღსანიშნავია, რომ კალვინმა თქვა, რომ გრეჰემმა მას ასაკი რამდენჯერმე ჰკითხა და ის ამტკიცებდა, რომ 18 წლის იყო. კიდევ ორმა მამაკაცმა, რომლებიც კორის და ჯესი არიან იდენტიფიცირებულნი, ასევე აღწერეს გრეჰემთან სავარაუდო სექსუალური შეხვედრები - არიზონაში და ვაშინგტონის სასტუმროში 2012 წელს. ჯესი აცხადებს, რომ შეხვედრისთვის 260 დოლარი მიიღო.

Newsweek გვახსენებს, რომ არიზონაში თანხმობის ასაკი 18 წელია და არასრულწლოვნებს არ შეუძლიათ სექსუალურ აქტივობაზე თანხმობის მიცემა. გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ქმედებები შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც დანაშაულებრივი ქმედება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ მასკმა რესპუბლიკელებს 445 მილიონი დოლარი შესწირა
კობახიძე პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში მიიწვია
გარდაცვლილ სანეტორ გრემს, მამაკაცები ექსკორტის მომსახურებაში ადანაშაულებენ, ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსთან შეხვედრის დროს არასრულწლოვანი იყო
ალდაგი იმსახურებს ჩემპიონს - BOG-ის კამპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics