12:16 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-23 11:27:22, 322 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფომ ბოდბეში მიწა და მასზე მდებარე შენობა ეკლესიას უსასყიდლოდ, 99 წლით გადასცა

ივანიშვილის მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბეში, გიორგი ანწუნელიძის ქუჩა №4ა-ში მდებარე 3 348 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა 99 წლით უსასყიდლოდ გადასცა. 

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება ეკლესიას უსასყიდლოდ უზუფრუქტის უფლებით გადაეცა.

განკარგულება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 16 ოქტომბრითაა დათარიღებული. 

შეგახსენებთ, ივანიშვილის პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის 4 სექტემბრის განკარგულებით, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 806 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცა. 

განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ამ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ცოტნე დადიანის №30ა-ში მდებარეობს, 109.85 კვ.მ. შენობაა განთავსებული.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ მასკმა რესპუბლიკელებს 445 მილიონი დოლარი შესწირა
კობახიძე პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში მიიწვია
გარდაცვლილ სანეტორ გრემს, მამაკაცები ექსკორტის მომსახურებაში ადანაშაულებენ, ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსთან შეხვედრის დროს არასრულწლოვანი იყო
ალდაგი იმსახურებს ჩემპიონს - BOG-ის კამპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics