21:47 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 21:37:36, 215 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა

ელექტრომობილების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იზრდება ისეთი სპეციალიზებული მომსახურების საჭიროებაც, რომელიც შესაბამის ტექნიკურ ცოდნას, თანამედროვე აღჭურვილობასა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მოითხოვს. ამ საჭიროების საპასუხოდ „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში, დ. აღმაშენებლის ხეივანი 129-ში, ელექტრომობილების სერვისცენტრი მოეწყო, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდის ელექტრომობილების კომპლექსური დიაგნოსტიკის, მაღალი ძაბვის სისტემების შემოწმებისა და აღდგენითი სამუშაოების მომსახურების მიღება შეუძლიათ. მომსახურება ვრცელდება როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებზე.

სივრცე თანამედროვე, სპეციალიზებული დანადგარებით არის აღჭურვილი, ხოლო მომსახურებას საერთაშორისო პარტნიორებთან გადამზადებული ტექნიკური სპეციალისტები უზრუნველყოფენ.

ნიკა მაღრაძე, „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სივრცესა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებზე. ახალი სივრცის მიზანია, ნებისმიერი ბრენდის ელექტრომობილის მფლობელებს შესთავაზოს კომპლექსური მომსახურება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებას, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს აერთიანებს. სერვისცენტრში მომსახურების პროცესს ჩვენი სპეციალისტები უძღვებიან, რომლებსაც ელექტრომობილების დიაგნოსტიკისა და მაღალი ძაბვის სისტემების სერვისის მიმართულებით პროფესიული გადამზადება საერთაშორისო პარტნიორებთან აქვთ გავლილი.

ამასთანავე, მუდმივად ვმუშაობთ მომსახურების შესაძლებლობების განვითარებასა და გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ვგეგმავთ დამატებით ტრენინგებს და ამ მიმართულებით პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა სხვადასხვა მწარმოებლის ტექნოლოგიების შესახებ ცოდნა მუდმივად განვაახლოთ და ახალი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად განვავითაროთ. ეს მომხმარებელს ელექტრომობილის მოვლასა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას გაუმარტივებს“.

ახალ სერვისცენტრში ნებისმიერი ბრენდის ელექტრომობილის მომსახურებაა შესაძლებელი. სერვისი მოიცავს ავტომობილის კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და ელექტროსისტემების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ელექტროძრავისა და მაღალი ძაბვის სისტემის სხვა კომპონენტების შემოწმებასა და აღდგენას. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს სათადარიგო ნაწილების მოძიებასა და შეკვეთაშიც ეხმარებიან.

ნიკა ბოჭოიძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი: „ჩვენი სერვისცენტრი ელექტრომობილების პროფესიონალურ ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს და თითოეულ მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებს სთავაზობს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს მაღალი ძაბვის სისტემების დიაგნოსტიკასა და ტექნიკურ მომსახურებას, ასევე ავტომობილის მართვის მოდულების პროგრამირებას შესაბამისი ბრენდებისა და სისტემების სპეციფიკის გათვალისწინებით.

თითოეულ ავტომობილს ინდივიდუალურად ვუდგებით. სამუშაოების დაწყებამდე ვატარებთ დიაგნოსტიკას და ვაფასებთ მის ტექნიკურ მდგომარეობას, რის საფუძველზეც ვარჩევთ შესაბამის მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში, ვასრულებთ მაღალი ძაბვის ელემენტის რემონტს, რაც მოიცავს ცალკეული მოდულების შეცვლას, ბალანსირებასა და შესაბამის დამატებით ტექნიკურ პროცედურებს. დაზიანების ხასიათისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებელს ვთავაზობთ მიზანშეწონილ და ეკონომიკურად გამართლებულ გადაწყვეტებს.

მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად სერვისცენტრი სპეციალურად მოწყობილ და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფილ სივრცეში ფუნქციონირებს. სამუშაო გარემოს მოწყობისას გათვალისწინებულია მაღალი ძაბვის სისტემებზე მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნები და უსაფრთხოების სტანდარტები.

ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ პროფესიონალური მომსახურება, ზუსტ დიაგნოსტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტები და მათი ავტომობილების საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური სერვისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის ნდობა და მომსახურების ხარისხი, რომელიც პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ეფუძნება“.

ელექტრომობილების მომსახურების მიმართულების განვითარება „თეგეტა მოტორსის“ გრძელვადიანი გეგმების ნაწილია. კომპანია ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისის სხვა ფილიალებში გაფართოებასაც გეგმავს, რათა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მომსახურება მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. სერვისების განვითარება და სპეციალისტების პროფესიული ზრდა კომპანიის მიზანს ემსახურება - მომხმარებლებს ავტომობილის მოვლისა და ტექნიკური გამართულობისთვის საჭირო მომსახურება ერთ სივრცეში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე გუნდისგან შესთავაზოს.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics