|
2026-10-20 16:59:45, 248 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა, "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მისი ცნობით, დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბიგანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. მომხდარზე ადვოკატი სრულ პასუხისმგებლობას პენიტენციურ სამსახურს აკისრებს და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. "მე ვადასტურებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო. აღენიშნება მას ფიზიკური დაზიანებების კვალი. ეს ფიზიკური დაზიანებები მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბიგანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. აღნიშნული პიროვნებები 16 ოქტომბერს შეუსახლეს მას საკანში და ამის მერე მოხდა, რაც მოხდა. [...] ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები... მთლიან პასუხისმგებლობას, ორივე ძმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვაკისრებ მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებას, პენიტენციური დაწესებულების გენერალურ დირექტორს პატარიძეს, ნომერ მერვე საპყრობილის დირექტორს, მის მოადგილეებს, უსაფრთხოების უფროსს და რეჟიმის უფროსს. ასევე მოვუწოდებ გენერალურ პროკურატურას, რათა მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება, ვინაიდან ეს ყველაფერი შეეხება ადამიანის სიცოცხლეს." - თქვა ადვოკატმა. პაატა გოგიაშვილის ცნობით, არ იცის, რა არის დაპირისპირების კონკრეტული მიზეზი, თუმცა ძმებ ფეიქრიშვილებს აღნიშნული პატიმრები სთხოვდნენ მოეხსნათ ტელეფონის კოდი. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ თვითდაზიანება მიიყენა გოგა ფეიქრიშვილმაც, ძმის დასახმარებლად ვენები გადაიჭრა. უფლებადამცველის თქმით, დავით ფეიქრიშვილს მოტეხილი აქვს 4 ნეკნი, ჩამტვრეული აქვს სახის ძვლები და თავის ქალა და აღენიშნება სისხლნაჟღენთები. ადვოკატი აცხადებს, რომ გუშინ საღამოს პატიმარს შეხვდა სახალხო დამცველიც, თუმცა ფეიქრიშვილი იოსელიანს შუქჩამქრალ საკანში შეახვედრეს, ამიტომ მან დაზიანებები ვერ დაინახა. "ნამდვილად არ ვიცი, რა არის დაპირისპირ მიზეზი, მაგრამ გაჟღერებული ფაქტი არის ის, რომ ეს სამი პიროვნება მის გულისთვის არიან დაჭერილები, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაციები. ეს მათი ფიზიკური დაზიანებაც მოყვა იმას, რომ ეუბნებიან, რომ მისცენ მობილურ ტელეფონზე დაყენებული კოდი. კოდს ითხოვენ, ტელეფონი გაიხსნას და მიიღონ გარკვეული ინფორმაციები. ასევე გოგა ფეიქრიშვილსაც მიყენებული აქვს თვითდაზიანება. მან გუშინ მიიყენა, ვენები აქვს გადაჭრილი, რათა ძმის სიცოცხლე გადაერჩინა, რათა მასზე არ გაგრძელებულიყო ეს ფიზიკური ზეწოლები. [...] ეს არის, რომ აღნიშნული პატიმრები დააცალკევონ იმიტომ, რომ დაპირისპირებული მხარეები არიან. თვითონ ციხის თანამშრომლებმა ეს ყველაფერი მშვენივრად იციან. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა... ადამიანს ოთხი ნეკნი მოტეხილი აქვს, სახის ძვლები ჩამტვრეული აქვს, თავის ქალა ჩამტვრეული აქვს, სისხლნაჟღენთები აქვს და გამოძიება არ არის დაწყებული. გუშინ, 10 საათზე, იმის მერე გადაიყვანეს ვივამედის საავადმყოფოში, რაც მისმა დედამ გააკეთა კომენტარი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. [...] წუხელ, 10 სთზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული ნომერ მერვე დაწესებულებაში და პატიმარი აჩვენეს შუქჩამქრალ საკანში. [ვერ ეტყოდა ფეიქრიშვილი] რომ დაზიანება ჰქონდა იმიტომ, რომ მასთან ერთად ორი კაცი იჯდა კამერაში... მძევლად არის პატიმარი, არის ტყვე." - განაცხადა ფეიქრიშვილის ადვოკატმა.
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)