14:16 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-20 13:32:01, 294 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ

ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა და მას „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია,„ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი ანა ბუჩუკური ესწრებოდნენ.

შეხვედრიდან გამოსულ ოპოზიციის ლიდერებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ევროპის არქიტექტურის უსაფრთხოებასთან ეთხრება ძირი, მარტო საქართველოს და რეგიონის პრობლემა არ გახლავთ, ეს გახლავთ მთლიანად ევროპის პრობლემა, იმიტომ, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, ამიტომაც თბილისში ეს პროცესი, დემოკრატიის და სახელმწიოებრიობის განადგურება არის ევროპის უსაფრთხოების საკითხი.

ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომელიც იქნება რეალურად ანტისაოკუპაციო ხასიათის მატარებელი.

ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ, რა თქმა უნდა, ზოგადად, უნდა გვქონდეს ურთიერთობა ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მათ ებრძის, - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics