01:36 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-19 00:36:07, 886 ნახვა

საზოგადოება
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა

კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს:

 „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინოპროდიუსერისა და მენეჯერის ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების გამო.

ოთარ ბუბაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინოთეატრების ქსელს „კავეას“, “ამირანს“ და “რუსთაველს”, ასევე სტრიმინგ - პლატფორმა „კავეა პლუსს“. იგი გახლდათ ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი, მოამაგე და ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი.

მისი უდროო გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქართული კინემატოგრაფისა და კულტურის სფეროსთვის.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics