2026-10-17 16:04:09, 312 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე – სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ჩემი გადადგომის თემას
სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ამ თემას. მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი, – ასე უპასუხა ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვას.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის დღევანდელ შეხვედრაზე არანაირ საკადრო ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა.
„სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ამ თემას. მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი. ხელოვნურად ქმნიან დღის წესრიგს. ერთადერთი საკადრო საკითხი იყო დღეს განხილული, პოლიტსაბჭო გაფართოვდა ორი წევრით. სხვა არცერთი საკადრო საკითხი არ განხილულა“, – განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან