14:00 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-16 12:42:14, 294 ნახვა

კომენტარი
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებში, სადაც, კიდევ ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, მისი აკრძალვის საკითხი უნდა განიხილონ. ამის შესახებ პარტიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, განაცხადა.

„ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“, - თქვა ფავლენიშვილმა, რომლის შეფასებითაც, სასამართლოში მიმდინარე პროცესი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის. ფავლენიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, სასამართლო სხდომების პარალელურად ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბონ.

„ჩვენ ვართ სრულიად მზადყოფნაში ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის, იმიტომ, რომ ბრძოლაში და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები“, - განაცხადა მან.

15 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, მოითხოვა, რომ სასამართლო სხდომებზე დასასწრებად ბათუმში გადაიყვანონ.

„კატეგორიულად მოვითხოვ, მოხდეს ჩემი ბადრაგირება ბათუმში და მომეცეს შესაძლებლობა, როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია“, - დაწერა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენაც მოუწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციის მიერ 25 ოქტომბრისთვის დაანონსებულ აქციას.

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მმართველი პარტია ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას ითხოვს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება
კობახიძე - საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics