02:29 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-15 10:15:14, 594 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა შესაძლოა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქოს

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსეთიდან, ირანიდან და ვენესუელიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამზიდავი „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისთვის სანქციების შემსუბუქებას, განუცხადეს „როიტერსს“ საკითხთან დაკავშირებულმა წყაროებმა. მათი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს „ლეგალური“ საწვავის ტრანსპორტირების დაშვებას და არა შეზღუდული რუსული ან ირანული ნავთობის. მიზანია ტვირთის ტარიფების შემცირება და სპარსეთის ყურიდან მეტი ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის დაშვება.

„როიტერსს“ ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ სანქცირებული გემების გამოყენების მსურველ კომპანიებს ნებართვისთვის აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს უნდა მიმართონ. შეზღუდვების შემსუბუქებამ „შეიძლება გაათავისუფლოს მცირე რაოდენობის დამატებითი ტანკერები შატლის ოპერაციებისთვის“, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გამოიწვევს ტვირთის ტარიფების შემცირებას ყველა მიმართულებით, რადგან სადაზღვევო კომპანიები კვლავ ვალდებულნი იქნებიან დაიცვან ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის რეგულაციები, განუცხადეს „როიტერსს“ საზღვაო ინდუსტრიის წყაროებმა. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა დაარწმუნა, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ სანქციების შემსუბუქების ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთს ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში არ დაეხმარება.

„როიტერის“ ცნობით, საწვავის მაღალი ფასები საფრთხეს უქმნის ტრამპს 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, რომლის დროსაც რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ შეინარჩუნებენ კონტროლს კონგრესის ორივე პალატაზე. მანამდე, თეთრმა სახლმა რუსულ დიზელის საწვავზე სანქციები მოხსნა და აშშ-ის ბაზარზე მისი მიწოდება 7 აპრილამდე დაუშვა. ამ ნაბიჯმა აშშ-ის სენატის ზოგიერთი რესპუბლიკელის, ევროპელი ლიდერების და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკა გამოიწვია.

წელს გაზაფხულზე, ირანში ომისა და ჰორმუზის სრუტის დაკეტვის ფონზე, აშშ-მ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზოგიერთი ტვირთი სანქციებისგან გაათავისუფლა. კრემლმა შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის „მნიშვნელოვანი მოცულობის“ გარეშე, გლობალური ბაზრის სტაბილიზაცია „შეუძლებელია“. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობფლოტის დაზიანების მცდელობები „პრობლემებს შეუქმნის ყველასთვის და უპირველეს ყოვლისა მათთვის, ვინც, ბოდიშს გიხდით, ცდილობდა ჩვენს ჩაგვთრევას“.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics