22:21 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-14 21:12:21, 708 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე

პარტია ახალის წევრი, თენგო თევზაძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას გამოეხმაურა. თევზაძის თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ისინი ბრძოლასა და წინააღმდეგობას მაინც გააგრძელებენ. 

"ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება და ამ პროცესის ასე დაჩქარება იმის პირდაპირი განაცხადია, რომ ივანიშვილს აქვს სურვილი, საქართველოში დემოკრატია დასრულდეს; ეროვნულ-დემოკრატიული ძალები ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან მთლიანად ამოიღონ; საქართველო გახდეს სახელმწიფო, რომელშიც არის მხოლოდ ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა, ტოტალიტარული რეჟიმი და რაღაც ჰიბრიდულ-კრიმინალური ტერიტორია, რომელსაც მხოლოდ ის დატვირთვა ექნება, რომ აქ რუსეთმა სანქციებს თავი აარიდოს, შავი ფული გარეცხონ [...] ივანიშვილს უნდა, რომ საქართველო გახდეს კრიმინალის, ქოლ-ცენტრების, ნარკოკარტელებისა და მისი ბანდების სათარეშო ტერიტორია. 

საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, ევროპული მომავლისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა [...] ეს პროცესი როგორც არ უნდა დასრულდეს, ის ხალხი, ვინც ვიბრძვით და წინააღმდეგობაში ვართ, წინააღმდეგობას გავაგრძელებთ. ეს ყველამ უნდა იცოდეს". - ამბობს თევზაძე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.

განიხილება სარჩელი პოლიტიკური პარტიების "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია-მელია-გირჩი-დროა", "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", "პარტია ფედერალისტები", "გახარია საქართველოსთვის" - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
ოცნების ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის - ევროკავშირი
ხოშტარია პარტიების აკრძალვაზე: გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics