12:01 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-13 11:01:54, 291 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა კიმ ჩენ ინთან ნოემბერში შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნოემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შეხვდეს.

„შემიძლია. საინტერესო იქნება, არა? მაგრამ მასთან კარგად ვერთობი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ნოემბერში აზიაში კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ ჰკითხეს.

აგვისტოს ბოლოს, The Wall Street Journal-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტი აზიაში შემოდგომის მოგზაურობის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის შესაძლებლობას ეძებდა.

ამერიკელი ლიდერი 18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტზე დასწრებას გეგმავს. მანამდე კი, მანილაში ASEAN-ის ფორუმზე დასწრებას გეგმავს.

ტრამპი და კიმ ჩენ ინი ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის 2018 წლის სინგაპურის სამიტზე და 2019 წლის ჰანოის სამიტზე, მაგრამ მათი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
მაკრონი: საფრანგეთმა უკანონო საწვავის გადაზიდვაში ჩართული ტანკერი დააკავა
აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა კიმ ჩენ ინთან ნოემბერში შეხვედრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics