2026-10-12 20:07:40, 287 ნახვა
პოლიტიკა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
სუს-ის ყოფილმა უფროსმა, პოლიტიკიდან აგვისტოს ბოლოს წასულმა გენერალ-მაიორმა მამუკა მდინარაძემ შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" დააფუძნა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დირექტორი ნინო ჭანტურიაა, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი, თავად მამუკა მდინარაძე. ინფორმაცია თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა.
მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან არასრულ ერთ თვეში განაცხადა, რომ თანამდებობიდან და "პრინციპში, პოლიტიკიდანაც" მიდიოდა. მისი თქმით, "ცოტა დასვენებას და საკუთარ თავზე ზრუნვასაც" იმსახურებს და მისი შვილები "უჩემოდ გაიზარდნენ". მდინარაძე ამბობდა, რომ "უფრო კერძო სექტორში" მიდის და "შეიძლება, ბიზნესშიც მოსინჯოს" ძალები.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან