17:54 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-12 17:05:50, 321 ნახვა

პოლიტიკა
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს

„ქართული ოცნების“ მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ახალ პროგრამას აანონსებს - ბინისა და „სოფლად სახლის“ პროგრამის პარალელურად, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას.

„კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.

მისი თქმით, თითოეულ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი „საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ“.

მისი ცნობით, პროგრამისთვის „წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი“:

„ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ბიუჯეტი გაიზრდება“, - თქვა მან.

პარალელურად კი გაგრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამა და კორპუსების მშენებლობა.  

პრემიერმა ასევე თქვა, რომ დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 10-ჯერაა გაზრდილი: „შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი“. „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში კი, კობახიძის თქმით, 2026 წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2 600 დევნილ ოჯახს გადაეცემა“, - თქვა მან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Yandex-ის გათიშვამ საქართველოც იმოქმედა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics