2026-10-12 10:00:02, 292 ნახვა
მსოფლიო
Axios: ვიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს
უკრაინაში ვითარების ესკალაციის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივენ ვიტკოფმა და ამერიკელმა მეწარმე ჯარედ კუშნერმა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გადადეს. ამის შესახებ 11 ოქტომბერს Axios-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
„უკრაინაში კრიზისის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივენ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გადადეს“, - ნათქვამია გამოცემაში.
ვიზიტი გადაიდო მანამ, სანამ არ დადგინდება, მზად არიან თუ არა უკრაინა და ევროპული ქვეყნები მხარი დაუჭირონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის შეთანხმებულ ახალ წინადადებას.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან