18:21 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-07 17:05:29, 285 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი დავითაძეზე: ეს ინტრიგანი ადამიანი ვერ გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს

ივანიშვილის წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს ინტრიგანი ადამიანი უწოდა და განაცხადა, რომ ის საზოგადოების პროტესტს ვერ გამოიწვევს. 

"იქიდან გამომდინარე, რომ ქართველებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა ხდება რეალურად ციხეში, ეს ინტრიგანი ადამიანი ვერანაირად ვერ გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს. ყველამ ძალიან კარგად იცის, 2012 წელს რა ხდებოდა ციხეებში და ყველამ ძალიან კარგად იცის, დღეს რა ხდება იქ. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება იმ მრავალთაგან, რაშიც ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვიხილეთ კადრები, რომლებიც თავად პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.

სხვათა შორის, ეს კადრები ნანახი ჰქონდა სახალხო დამცველსაც მთელი თავისი აპარატითა და თანამშრომლებით და იმავეს ადასტურებს. გამოდის, რომ ორ რეალობას ვუყურებთ: ერთი არის რეალური ვითარება, რომელსაც ხედავს საზოგადოება, პენიტენციური სამსახური და სახალხო დამცველი თავისი აპარატით, ხოლო მეორე - ხედვა, რასაც ხედავს ამ პატიმრის ოჯახი და აგენტურული ოპოზიცია თავიანთ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებთან ერთად.

გარდა ამისა, არსებობს მესამე გარემოება - რა იცის ქართველმა ხალხმა: ასეთი საკითხები ციხეში არასდროს იმალება. წამება იქნება თუ მსგავსი თემები, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს და გამორიცხულია, რამე მსგავსი დაიმალოს. 14 წლის განმავლობაში თურმე ეს არის ერთადერთი შემთხვევა, რომელზეც კადრები გავრცელდა. ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის წევრებისგან აბსურდულ კამპანიაში მონაწილეობის მიღებასთან გვაქვს საქმე." - განაცხადა მაჭავარიანმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics