|
2026-09-18 11:02:43, 1932 ნახვა
ეკონომიკა
მართე გზავნილი შენი წესებით - მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
პირველად საქართველოში - თიბისიმ გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაციის შესაძლებლობა დანერგა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიღებული გზავნილიდან მხოლოდ მისთვის საჭირო თანხა გადაიყვანოს სასურველ ვალუტაში; დარჩენილი თანხა კი, გზავნილის ვალუტაში შეინახოს და მომავალში გამოიყენოს. ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპისგან ათავისუფლებს და მიღებული თანხის მართვის სრულ კონტროლს მობაილბანკიდან აძლევს. გზავნილის მიღებისას მომხმარებელს აღარ უწევს მთლიანი თანხის კონვერტაცია. მაგალითად, თუ მან 500$ მიიღო, შეუძლია მხოლოდ 100$ გადაიყვანოს ლარში; დარჩენილი თანხა კი, უცხოური ვალუტის ანგარიშზე შეინახოს. ამასთან, თანხის კონვერტაცია შესაძლებელია მობაილბანკში, საუკეთესო კურსით, 24/7-ზე - ზუსტად მაშინ და იმ ოდენობით, როცა და რამდენიც დაგჭირდება. გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც რეგულარულად იღებს ფინანსურ მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან; ასევე, არარეზიდენტებისა და ფრილანსერებისთვის, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ. მობაილბანკში ეს ახალი შესაძლებლობა მათ ყოველდღიური ხარჯებისა და დანაზოგების უფრო მოქნილად განაწილებაში დაეხმარება. მართე გზავნილი შენი წესებით - სწორედ, ეს არის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის მთავარი იდეა. მომხმარებელი თავად წყვეტს, რამდენი თანხა სჭირდება ახლა, რამდენის შენარჩუნება სურს უცხოურ ვალუტაში და როდის მოახდენს დარჩენილი თანხის კონვერტაციას. თიბისისთვის ტექნოლოგიური ინოვაცია მხოლოდ ახალი ფუნქციონალის შექმნას არ ნიშნავს - მისი მიზანი ადამიანებისთვის ყოველდღიური ფინანსური პროცესების გამარტივება და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ვითარდება და მომხმარებლებს ახალ, პრაქტიკულ და ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობს, რომლებიც ფინანსების მართვას კიდევ უფრო მარტივს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)