07:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 12:12:35, 466 ნახვა

საზოგადოება
კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში მომღერალ მებო ნუცუბიძესთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი"  საზოგადოებრივ ცენტრებში ახალგაზრდულ პროგრამებს განაგრძობს. 

პროექტ „პროფესიული არჩევანის" ფარგლებში კაჭრეთის სკოლის მოსწავლეებს  მომღერალი მებო ნუცუბიძე შეხვდა. სტუმარი ახალგაზრდებს   მუსიკალური ხელოვნებისა და მომღერლის პროფესიის შესახებ ესაუბრა. მან  შეხვედრის მონაწილეებთან ერთად როგორც თანამედროვე, ისე ქართული ხალხური  სიმღერები შეასრულა. მოზარდებმა სტუმარს თავიანთი მოსაზრებები ადგილობრივი ახალგაზრდული ცხოვრებისა და ინტერესების შესახებ გაუზიარეს. შეხვედრას 14-დან 18 წლამდე ასაკის 50 მოზარდი  დაესწრო.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ახალგაზრდებში  სამართლებრივი და შემეცნებით-სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს.  საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics